უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 2030 წლამდე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობის დაწყება დააანონსა და მთავრობას დაავალა მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტი.
„უკრაინას სჭირდება სრულფასოვანი სტრატეგია არა 2-3 წლის ან 5 წლის. საკმარისია, შეწყდეს მისი განვითარების გაზომვა პოლიტიკური ვადებით. ჩვენ გვჭირდება მკაფიო ხედვა, საით და რატომ უნდა განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა 2030 წლამდე“, - განაცხადა ზელენსკიმ უმაღლესი რადასამდი ყოველწლიურ მიმართვაში.
მან დასძინა, რომ მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ეკონომიკური განვითარების გათვლები, ქვეყნის აუდიტის ჩატარების შემდეგ. „აუდიტის შედეგებთან ერთად ველოდებით უკრაინის ეკონომიკური სექტორების პრეზენტაციას 2030 წლამდე“ - აღნიშნა მან.
მისი თქმით, აუდიტის შედეგები ორ კვირაში იქნება წარმოდგენილი. „ჩვენ ვეცადეთ გაგვეგო: რა გაკეთდა ეკონომიკაში არასწორად ბოლო წლებში და როგორ შეიძლება მისი გამოსწორება. მთავრობამ ჩაატარა ქვეყნის სრულფასოვანი აუდიტი და ორ კვირაში წარმოადგენს შედეგებს“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, დასძინა, რომ „უკვე დღეს არის ნათელი, რომ წინ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, ხოლო პრიორიტეტები გასაგებია: სახელმწიფოს წილის შემცირება ეკონომიკაში და სახელმწიფო-კერძო სექტორის პარტნიორობის განვითარება“.