ფოთის საწარმო, რომელიც COVID 19-ის შემთხვევების დაფიქსირების გამო დროებით გაჩერდა, სამუშაო პროცესს უახლოეს პერიოდში განაახლებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „აჭარა ტექსტილის" ხელმძღვანელმა გიორგი ლომინაძემ პრემიერ-მინისტრისა და ბიზესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„საწარმოში მუშაობა დროებით შეჩერდა, მაგრამ ახლა ვმუშაობთ მთავრობასთან და საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად, თუ როგორ უნდა განახლდეს მუშაობა. ვფიქრობთ, რომ ამას ახლო პერიოდში შევძლებთ და 1 200 თანამშრომელი დაუბრუნდება თავის სამუშაო ადგილს", - განაცხადა ლომინაძემ.
გარდა ამისა, მისი თქმით, შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ბიზნესსექტორს სთხოვა, რომ იფიქრონ ახალ ხელშეკრულებებზე, კონტრაქტებსა და პროექტებზე იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელი შეუწყონ.