აშშ-ის „აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევების ეროვნულმა სამმართველომ“ (NASA) ფინური კომპანია Nokia შეარჩია პარტნიორად მთვარეზე პირველი LTE ქსელის შესაქმნელად.
როგორც Nokia-ს პრესრელიზში წერია, მის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია Bell Labs მიიღებს მონაწილეობას მთვარის ზედაპირზე პირველი ქსელის განვითარებაში, რომლის განხორციელება 2022 წლის ბოლოს დაიწყება.
Nokia-ში აღნიშნეს, რომ ეს ქსელი საშუალებას მისცემთ მთვარემავლებს დისტანციურად მართვაში, ნავიგაციის რეალურ დროში განხორციელებასა და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს გადაცემაში.
"ქსელი LTE, რომელიც გახლავთ 5G-ის წინამორბედი, იდეალურად მიესადაგება უსადენო კავშირის კონცეფციას ნებისმიერი სამუშაოს დროს, რომელსაც განახორციელებენ ასტრონავტები“ - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიაში განაცხადეს, რომ შემუშავებულია სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც გაუძლებს მთვარის მკაცრ პირობებს.
Nokia იმუშავებს Intuitive Machines-თან ერთად სისტემაზე, რომლის ინტეგრაცია მოხდება კოსმოსურ აპარატში, რომელსაც თავის მხრივ მთვარეზე აიტანენ. წინასწარი გათვლებით, შექმნილმა ქსელმა ხელი უნდა შეუწყოს მთვარეზე გაფრენის პროგრამას Artemis, რომლის განხორციელებას NASA მომდევნო წლებში აპირებს.