ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის ტილო, რომელიც 70 მილიონ დოლარად არის შეფასებული, გალერეაში ბრუნდება.
20 წლის წინ მსოფლიო და ხელოვნების მოყვარულები არასასიამოვნო ცნობამ მოიცვა. მრავალმილიონიანი ნახატი, ქალბატონის პორტრეტი ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე გალარეადან მოიპარეს.
პორტრეტი კლიმტმა 1916–1917 წლებში დახატა. 1997 წელს გალერეის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ შენობის რემონტის დროს ძვირადღირებული ნახატი ვიღაცას წაეღო, ადგილზე მხოლოდ მოოქროვილი ჩარჩო დარჩა.
გამომძიებლების თქმით, შესაძლოა, ჩარჩო კვალის არევის მიზნით იყო დატოვებული. კიდევ ერთი უცნაური ფაქტი არის ის, რომ ნახატი დეკემბერში, გალერეის კედელში, მებაღემ აღმოაჩინა.
იტალიური გაზეთის ცნობით, ორმა 70 წლამდე მამაკაცმა ტილო ოფიციალურად გამოჩენამდე, ოთხი წლით ადრე დააბრუნა.
ბურუსით მოცული ტილოს მშფოთვარე მოგზაურობა აქ სრულდება. შეიძლება ითქვას, რომ “ქალის პორტრეტი“ უკვე უსაფრთხოდ არის და მისი გამოფენა შემდეგ თვეში გალერეა Ricci Oddi– ში იგეგმება.
ქალბატონის პორტრეტის ქურდობა თანამედროვე ეპოქის ერთ – ერთი ყველაზე დამაბნეველი შემთხვევაა. როდესაც ნახატი გადამოწმდა, დარგის სპეციალისტებმა თქვეს, რომ მისი ღირებულება დაახლოებით 71 მილიონი დოლარი იყო. ნახატის აღმოჩენისთანავე, გალერეის ყოფილი დირექტორის ქვრივი პოლიციამ დაკითხა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის დღიურში აღმოჩნდა ჩანაწერები, სადაც ყოფილი დირექტორი აღიარებს, რომ ქურდობის გაყალბება გალერეის რეკლამირებისთვის მოიფიქრა - წერს Forbes-ი.