საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 337 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9003-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 172 ადამიანია გარდაცვლილი.