საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული.კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 172-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსისგან სულ 9003 ადამიანი განიკურნა.