კომერციული ბანკების მოგება 31,7 მლნ ლარით შემცირდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 25,5 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერი 64,641 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 31,722 მლნ ლარით ნაკლებია. აგვისტოში ბანკების წმინდა მოგება 96,363 მლნ ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,595 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -25,526 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 31,665 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ამასთან, 2020 წლის სექტემბერში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 441,697 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 352,694 მლნ ლარი. სექტემბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 373,735 მლნ ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953,635 მლნ ლარი შეადგინა. დღეს მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.

თაია არდოტელი