მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგნოზით 2025 წლისთვის 85 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგება

2025 წლისთვის 85 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგება და ამასთან, 97 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასეთია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგნოზი 2025 წლისთვის. ორგანიზაციის ანგარიშით, ეს მსოფლიოს 26 ქვეყანაში მოხდება და ამის მიზეზი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებში ტექნოლოგიების განვითარება იქნება.

გავრცელებულ ანგარიშში - The Future of Jobs 2020-ში ნათქვამია, რომ COVID-19-მა შრომის ბაზრის შეცვლა დააჩქარა.

„2025 წლისთვის ავტომატიზაცია და ადამიანებსა და მანქანებს შორის ახალი გაყოფა ჯამში გამოიწვევს 85 მილიონი ადგილის დაკარგვას 26 ქვეყნის 15 სექტორში“ - აღნიშნავენ ექსპერტები და დასძენენ, რომ ამავდროულად რობოტები შექმნიან დამატებით 97 მილიონ ადგილს. მათივე თქმით, იმ ხალხს, ვინც რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან ბიზნესისა და მთავრობების ხმრიდან მხარდაჭერა დასჭირდებათ, ხოლო ის კომპანიები დარჩებიან მოგებულნი, ვინც დროულად გადაამზადებენ საკუთარ დასაქმებულებს.

ექსპერტების განცხადებით, ევოლუციის პროცესში, რომელსაც გადის ახლა შრომის ბაზარი 2025 წლამდე 97 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნება ისეთ სფეროებში როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, „მწვანე ეკონომიკა“ და კომპიუტერული ღრუბლოვანი ტექნოლოგიები. ამასთან, დასაქმებულების დაახლოებით 50%-ს, რომლებიც მომდევნო ხუთი წელი არსებულ ფუნქციებს შეასრულებენ, მოუწევთ გადამზადება.

კოკა კვირკველია