ირაკლი ჩაჩანიძე Herbalife Nutrition – ის ამიერკავკასიის ბიზნესის მხარდაჭერის მენეჯერი ისაუბრებს დიდი ბრენდის ფრთის ქვეშ ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებზე.
Herbalife Nutrition-ი მსოფლიო ექსპერტია დაბალანსებული კვების სფეროში; წელს კომპანია 40 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჰერბალაიფი მსოფლიოს 95 ქვეყანაში მოღვაწეობს. ჩვენთან საქართველოში უკვე 9 წელია, რაც წარმოდგენილია, მომავალ წელს კი 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. Herbalife Nutrition-ი არის პირდაპირი გაყიდვების კომპანია, რაც ნიშნავს, რომ კომპანია საკუთარ პროდუქტებს ყიდის თავისი დისტრიბუტორების ქსელის - დამოუკიდებელი პარტნიორების საშუალებით. თითოეული დამოუკიდებელი პარტნიორი ინდივიდუალური მეწარმეა, რომელიც საკუთარ ბიზნესს მართავს დიდი ბრენდის ფრთის ქვეშ. დამოუკიდებელი პარტნიორები ქმნიან და ანვითარებენ კლიენტთა საკუთარ წრეს, ჩვენ კი, როგორც კომპანია, ვაწვდით მათ ხარისხიან პროდუქტებს, ვეხმარებით ტრეინინგებით, მარკეტინგული ინსტრუმენტებით, ღონისძიებების ორგანიზებით და ლოგისტიკით.
- მოდით ვისაუბროთ პირდაპირ გაყიდვებზე. რა განწყობაა მომხმარებლებში და რა სირთულეებია ბაზარზე, რა არის ამის მიზეზი?
დასავლეთში პირველი პირდაპირი გაყიდვების კომპანიები XIX საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ, ჩვენთან კი მათ შესახებ მხოლოდ 90-იან წლებში შეიტყვეს. ამ პერიოდში არასწორი განწყობები შეიქმნა, ათწლეულების მანძილზე საბჭოთა ეკონომიკის შედეგად, საზოგადოება მზად არ აღმოჩნადა ისეთი ბიზნესის მისაღებად, სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა არა კლასიკური სარეკლამო და საცალო ქსელები, არამედ დისტრიბუტორები იყვნენ. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, საქმე გვაქვს ელემენტარულ არცოდნასთან, თუ რა არის პირდაპირი გაყიდვები, როგორც ბიზნეს-მოდელი.
უფრო მეტიც, ხშირად ადამიანებს არ ესმის დამატებითი ღირებულების მნიშვნელობა, რასაც ჩვენს შემთხვევაში მომხმარებელი იღებს პროდუქტთან ერთად. და ეს ღირებულება ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორის მიერ გაწეულ მომსახურებაში მდგომარეობს. ფიტნეს ცენტრში დამოუკიდებლად და ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით ვარჯიშს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ეს ანალოგია სრულად ერგება ჩვენს ინდუსტრიასაც. დაბალანსებულ კვებაზე გადასვლა და ცხოვრების წესის შეცვლა, რა თქმა უნდა, შეიძლება მარტომაც სცადოთ, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ გაცილებით ადვილი და ეფექტურია დასახული მიზნების მიღწევა გამოცდილი კონსულტანტის მეთვალყურეობით, ისევე როგორც თანამოაზრეების წრეში. ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორები მოქმედებენ როგორც ასეთი კონსულტანტები, ჯანსაღი ცხოვრების წესის კლუბებში კი ქმნიან კონტაქტების წრეს და გარემოს, რომელიც ზრდის მოტივაციას საბოლოო მიზნის მისაღწევად.
ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორების უმეტესობას თავად აქვს გავლილი მსგავსი გზა და არაჩვეულებრივად ესმის იმ ადამიანების მოთხოვნები, ვინც გადაწყვიტა, რომ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით იცხოვროს. ისინი უზრუნველყოფენ პირად კონსულტაციებს, ადგენენ ინდივიდუალური კვების გეგმას და აკონტროლებენ მის შესრულებას, ეხმარებიან კლიენტს მიზნების დასახვაში, უწევენ სამოტივაციო დახმარებას და 24/7-ზე აქვთ კონტაქტი კლიენტებთან.
ძალიან საინტერესოა, თუ როგორ ადაპტირდება Herbalife Nutriton-ის ბიზნეს-მოდელი დღევანდელ ციფრულ ერაში?
ჩვენ არა მხოლოდ მოვერგეთ ახალ ერას, არამედ შევძელით ბიზნესის რეალური ტრანსფორმაცია, რამაც კოლოსალური ახალი შესაძლებლობები დაგვანახა. ბიზნეს პროცესების უმეტესი ნაწილის ციფრულ არხებზე ადაპტირებას, მხოლოდ ექვსი თვე დასჭირდა. დამოუკიდებელი პარტნიორებისთვის ყველა საგანმანათლებლო და სამოტივაციო ტრეინინგი მხოლოდ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.
ფაქტობრივად, ყველა ბიზნეს ინსტრუმენტი, მათ შორის ის, რასაც დამოუკიდებელი პარტნიორები ყოველდღიურად იყენებენ კლიენტებთან მუშაობის დროს - ციფრულია.
ყველას შეუძლია, რომ გახდეს Herbalife Nutrition-ის დამოუკიდებელი პარტნიორი?
დიახ, აბსოლუტურად ყველას. დასაწყისში ჩვენ არანაირი მოთხოვნა ან შეზღუდვა არ გვაქვს. ჩვენს დამოუკიდებელ პარტნიორებს შორის არიან სხვადასხვა პროფილის ადამიანები. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ხდება ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორი. არიან ისეთებიც, ვინც მხოლოდ დამატებითი შემოსავლის მიღებით ინტერესდება, მაგრამ უფრო მეტია ისეთი, ვინც Herbalife Nutrition-ი საკუთარი კარიერის მთავარ ნაწილად აქცია.
დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ყველაზე დიდ წარმატებას აღწევენ ის დამოუკიდებელი პარტნიორები, რომლებმაც თავად გაიარეს კლიენტის გზა. ეს გამოცდილება ეხმარება მათ, რომ უკეთ გაიგონ თუ რა სჭირდება მომხმარებელს და როგორ მუშაობს პროდუქტი.
რა არის საკუთარი ბიზნესის, როგორც პირდაპირი გაყიდვების კომპანიის ნაწილის მთავარი უპირატესობა?
მთავარი პლიუსია მინიმალური ფინანსური რისკები და ინვესტიციები. მომავალ მეწარმეებს ყველაზე მეტად საწყისი კაპიტალი აინტერესებთ. რაც არ უნდა მცირე ბიზნესი იყოს, დამწყები მეწარმისთვის, საწყისი ინვესტიციის ოდენობა ყოველთვის დიდია. საჭიროა სადმე სესხის აღება ან კაპიტალის წინასწარ მოგროვება. ყველა ხარჯს, რაც დაკავშირებულია პროდუქციის მიწოდებასთან დამოუკიდებელ პარტნიორამდე, კომპანია იღებს თავის თავზე.
კომპანიის გამოცდილი დამოუკიდებელი პარტნიორები განსაკუთრებულ მხარდაჭერას უწევენ ახალგაზრდებს, უზიარებენ გამოცდილებას და ცოდნას ბიზნესის სწორ მენეჯმენტთან დაკავშირებით. ონლაინ მუშაობა ეხლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. თქვენ არ გყავთ უფროსი, არ გაქვთ ოფისი; შეგიძლიათ გრაფიკი ინდივიდუალურად შეადგინოთ, ხოლო შემოსავალი დამოკიდებულია სამუშაოს შესრულებისთვის გაწეულ ძალისხმევაზე. საქართველოში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ახალგაზრდა იღებს გადაწყვეტილებას, რომ დამოუკიდებელი ბიზნესი წამოიწყოს Herbalife Nutrition-თან ერთად.
ძალიან საინტერესო მრავალწლიანი გაყიდვების მოდელი გაქვთ, აპირებთ თუ არა რაიმეს შეცვლას ამ მიმართულებით?
ურთიერთობა კომპანიასა და მის დამოუკიდებელ პარტნიორებს შორის 40 წლის განმავლობაში არ შეცვლილა და არც მომავალში ვაპირებს შეცვლას. ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება.
თანამედროვე ეპოქაში ჩვენც, ისევე როგორც მთელი მსოფლიო - ვმუშაობთ ციფრული მიმართულების განვითარებაზე,სხვა მხრივ არაფერს არ ვცვლით.
მოგეხსენებათ რომ ჩვენს ბიზნეს-მოდელში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ კლიენტი პროდუქტის გარდა იღებს კვალიფიციურ მხარდაჭერას.
ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ჩვენი ბიზნეს ოპერირების მოდელის უპირატესობები და ეს ჩვენი ძლიერი მხარეა.
როგორ ხედავთ კომპანიის მომავალს საქართველოში?
მომავალს დიდი მოლოდინითა და ოპტიმიზმით ვუყურებ. ასეთი ოპტიმიზმის საფუძველია, რა თქმა უნდა, ჩვენი მომხმარებელი და ჩვენი გუნდი, რომელიც იზიარებს ჩვენი კომპანიის ღირებულებებს.
ამავე დროს, ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს ფიქრს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და დაბალანსებულ კვებაზე. ჩვენ გვყავს მომხმარებლების დიდი რაოდენობა, რომლებმაც მიაღწიეს საოცარ შედეგებს და ამ შედეგებს სხვებსაც უზიარებენ. ეს ჩვენი ყველაზე დიდი რეკლამაა. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ წინსვლას, დინამიური განვითარების გზით. საქმიანი მიზნების მიუხედავად, ჩვენ ვგრძნობთ სოციალურ პასუხისმგებლობას და გვაქვს მისია - დავეხმაროთ ადამიანებს, რომ დაუბრუნდნენ მათთვის ოპტიმალურ ფიზიკურ მდგომარეობას კომფორტული და სრულყოფილი ცხოვრებით.
მეორე ფაქტორი ეწინააღმდეგება პირველს. მზარდი ტენდენციაა შეგნებული დამოკიდებულება საკუთარ თავთან და მაქსიმალურად აქტიური ცხოვრების წესის მიმდევრობის სურვილი.
მესამე ფაქტორია მზარდი სამეწარმეო ინტერესი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და განსაკუთრებით დღეს. მეოთხე არის ციფრული განვითარების შესაძლებლობა, რაც ჩვენს დამოუკიდებელ პარტნიორებს ეხმარება, რომ მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი საქმიანობის სფეროები, შესაბამისად, თავიანთი ბიზნესიც.
მე ბევრი მსმენია თქვენი კომპანიის SCR საქმიანობის შესახებ, გთხოვთ გვითხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიმართულება კომპანიისთვის?
ჩვენი კომპანიისთვის სოციალური პასუხისმგებლობა და ქველმოქმედება არის მნიშვნელოვანი ღირებულება. Herbalife Nutrition-მა დააარსა ბავშთა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მთელს მსოფლიოშია წარმოდგენელი და ეხმარება ბავშვებს სხვადასხვა ქვეყნებში. რაც შეეხება საქართველოს - უკანსაკნელი 5 წლის განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერით ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორები ეხმარებიან სხვადასხვა ბავშთა თავშესაფარებს და სხვა დაწესებულებებს, რომელთაც ესაჭიროებათ დახმარებ.
ასევე ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ჯანსაღ ცხოვრების წესზე და დაბალანსებულ კვებაზე, საერთოდ ამ ინდუსტრიაზე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სხვადასხვა სპორტული აქტივობების მხარდაჭერა, რომლებიც ძირითადად საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. გამოვარჩევდი თბილისი მარათონს, 2018 წლიდან კომპანია აქტიურად იღებს მონაწილეობას და ბოლოს რეკორდიც კი მოხსნა ყველაზე წარმომადგენლობითი გუნდის მიხედვით: სულ 900-მა მოტივირებულმა თანამშრომელმა და დამოუკიდებელმა პარტნიორმა მიიღო მონაწილეობა. სწორედ ეს არის ჩვენი მისია, რომ ყველა შესაძლო გზით მხარი დავუჭიროთ და მაგალითი მივცეთ ადამიანებს, რომ შეცვალონ საკუთარი ცხოვრების წესი უკეთესობისკენ.