Goldman Sachs-ი ხელისუფლებას 2,8 მილიარდს გადაუხდის

ამერიკული ბანკი Goldman Sachs აშშ-ის ფედერალურ ხელისუფლებას 2,8 მილიარდ დოლარს გადაუხდის და აღიარებს პასუხისმგებლობას იმ როლისთვის, რომელიც დაკავშირებულია მალაიზიური სახელმწიფო ფონდის 1MDB რამდენიმე მილიარდიან დანაკარგთან - წერს The Wall Street Journal.

გაზეთის წყაროს ცნობით, Goldman Sachs-ის შვილობილი კომპანია მალაიზიაში უკვე ამ კვირაში აღიარებს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ამერიკული ბანკი გააფორმებს ხელშეკრულებას მართლმსაჯულებასთან, რომელიც ითვალისწინებს ბრალის აღიარებას, თუმცა აარიდებს მას ამერიკულ სასამართლოს. Goldman Sachs-ი დათანხმდა ამერიკის იუსტიციის სამინისტროსთვის 2,2 მილიარდის გადახდას, თუმცა ამავდროულად მას მოუწევს მისთვის უკანონოდ დარიცხული თითქმის 600 მილიონი დოლარის დაბრუნება ფედერალური მთავრობის მხრიდან პრეტენზიების დარეგულირების ფარგლებში.

როგორც გაზეთი წერს, Goldman Sachs-ს უკვე გადადებული აქვს 3,2 მილიარდი დოლარის დანაზოგი მსგავსი ხარჯებისთვის.

ცნობისთვის, 1MDB-ს სკანდალი 2015 წელს გასკდა, როცა გავრცელდა პირველი ინფორმაცია 11 მილიარდი დოლარის დანაკარგის შესახებ. მედია წერდა, რომ აქედან 4,5 მილიარდი დოლარი აღმოჩნდა მალაიზიის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის ნაჯიბა რაზაკის ხელთ. ჩატარებულმა გამოძიებამ კი დანაშაული ვერ დაადგინა. ძიება განახლდა უკვე 2018 წლის არჩევნების შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ოპოზიცია მაჰატჰა მოჰანდის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ ექს-პრემიერს წარუდგინეს ბრალი 40 ეპიზოდში, რომელიც ქრთამის აღებას, ფულის გათეთრებას და სხვა ბრალდებებს მოიცავდა. მას მიმდინარე წლის ივნისში ამ ბრალდებებით 12 წლით თავისუფლებას აღკვეთა მიესაჯა და დამატებით 49,3 მილიონი დოლარის ჯარიმა დაეკისრა.

გასული წლის აგვისტოში ამერიკული ბანკის Goldman Sachs-ის მალაიზიის 17 თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს 1MDB-ის აქციებით მანიპულირებისთვის. ამ საქმის ირგვლივ მსოფლიოს 6 ქვეყანაში და მათ შორის შტატებში კი დაიწყო სასამრთლო გარჩევები ფონდის ხემძღვანელებისა და ბანკის მიმართ.

კოკა კვირკველია