1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2274 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2222 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0052 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8267 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8067 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0200 შეადგინა.