ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობაში მყოფი პირის ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონი დოლარის ნაღდი ანგრიშწორებით მიტანასა და შენობის უსაფრთხო დატოვების გარანტიას ითხოვს.
როგორც ირაკლი კვარაცხელიამ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხადა, შენობაში, ერთ ოთახში, შეიარაღებულ თავდამსხმელთან ერთად, 19 პირი იმყოფება.
"შენობაში ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი, გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ის ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ამ სიტუაციის ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება გამორიცხულია, ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს. გამტაცებელი ითხოვს ხუთასი ათას დოლარს. ახლა ჩემს გვერდითაა თავმდამსხმელი. მე თავდამსხმელის დავალებით გეკონტაქტებით. ის ამბობს, რომ ითხოვს ხუთას ათას დოლარს, უსაფრთხოების გარანტიას და აქედან უსაფრთხოდ გასვლას. იმ შემთხვევაში თუ ძალოვანი სტურქტურები არ ჩაერევიან და ეს მოთხოვნები შესრულდება, არავინ დაზიანდებაო. ის ითხოვს ასევე ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას. ვერტმფრენის დასმის საშუალება შენობას აქვს", - განაცხადა მძევალმა.