საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტების დიზაინის შექმნის მიზნით, კონკურსს აცხადებს. ეროვნული ბანკის ცნობით, კონკურსი ცხადდება შემდეგ ორ თემაზე: დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე (სერიიდან „საქართველოს მეფეები").
სებ-ის ცნობით, საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკი მუშაობს საკოლექციო მონეტების სერიაზე "საქართველოს მეფეები". აღნიშნული სერიის ფარგლებში, 2021 წელს დაგეგმილია საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვება მეფე დავით IV აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე.
საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.