ნარჩენების მართვა მნიშვნელოვანი გლობალური საკითხია, რაც ბიზნესებისა და ფიზიკური პირების საქმიანობას გარემოსადმი უფრო მეგობრულს და პასუხისმგებლიანს ხდის.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ნარჩენების საშუალო რაოდენობა ერთ ადამიანზე დღეში 0,11-დან 4,53 კგ-მდე მერყეობს. 2050 წლისთვის კი გლობალური ნარჩენების ყოველწლიურად 3.40 მილიარდ ტონამდე ზრდაა მოსალოდნელი.
მოცემული მზარდი მაჩვენებლის შეჩერება პროცესების მართვის გზითაა შესაძლებელი, რისთვისაც მოხმარებული პროდუქციის დახარისხება, შემდგომი გადამუშავება და ხელმეორედ გამოყენებაა საჭირო. ნარჩენების მართვის სწორი პოლიტიკა თავიდან აგვარიდებს ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს, რასაც ნაგავსაყრელზე მოხვედრილი ნარჩენები იწვევს.
აღნიშნული პოლიტიკის დანერგვასა და ხელშეწყობაში მნიშვნელოვანია ბიზნესის როლი, რა მიმართულებითაც გერმანული პროკრედიტ ბანკი 5 წელზე მეტია სამაგალითო პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა. ბანკში დანერგილი პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია მოხმარებული რესურსის ეფექტურობა და შემცირებულია გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. უფრო მეტიც, გერმანული ფინანსური ინსტიტუტი იმ კომპანიების წახალისებას ცდილობს, რომელთა საქმიანობა ნარჩენების მართვას უკავშირდება და უახლეს მანქანა-დანადგარებსა და ტექნოლოგიებში ინვესტირებას ახორციელებს.
ბიზნესებთან ერთად, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ნარჩენის შემცირება და მდგრადი გარემოს განვითარების ხელშეწყობა, დეტალურად პროკრედიტ ჯგუფის კვარტალურ საინფორმაციო ბროშურაში შეგიძლიათ გაეცნოთ.
(R)