საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9 401-ს შეადგენს.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 178 ადამიანია გარდაცვლილი.