საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 398 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 178-ს შეადგენს.
ასევე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 3155 პირი. კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1848 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსისგან სულ 9401 ადამიანი განიკურნა.