2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ჯამში, 4 148 600 დოლარის ღირებულების მაჯის ან ჯიბის საათი შემოვიდა.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.
ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, საათების იმპორტი სულ 27 ქვეყნიდან განხორციელდა. რაც შეეხება ტოპ-5 ქვეყანას, საიდანაც ყველაზე მეტი მაჯისა და ჯიბის საათი შემოვიდა, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ჰონგ-კონგი - 2,490 მლნ დოლარის;
- შვეიცარია - 590 600 დოლარის;
- ჩინეთი - 412 ათასი დოლარის;
- გერმანია - 223 900 დოლარის;
- იაპონია - 143 200 დოლარის.