Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:35 საათისთვის ერთი დოლარი 3.2295 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2250 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 21 ოქტომბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2274 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8267 ლარია.
ცნობისათვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ სისტემაში საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ახლა უკვე კომპანიებიც. Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად, დღის ბოლოს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს ადგენს.