„ფარმაცევტულმა სექტორმა მახინჯი ფორმა მიიღო და მლიანად სისტემის რეფორმირებაა საჭირო“

„ფარმაცევტული სექტორი მართლაც რთული და პრობლემურია საქართველოსთვის, მან ცოტა მახინჯი ფორმა მიიღო“, - ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, სააფთიაქო სექტორში ცალკეულმა ბიზნეს ჯგუფებმა ხელში ჩაიგდეს ე.წ ვერტიკალი, გახსნეს საკუთარი კლინიკები და მათთან მისულ პაციენტებს სხვა კომპანიებამდე აღარ უშვებენ.

„ფარმაცევტული სექტორი მართლაც რთული და პრობლემურია საქართველოსთვის, მან ცოტა მახინჯი ფორმა მიიღო. აქ უკვე საუბარია არა მხოლოდ მაღალ ფასნამატზე, არამედ ზოგადად სისტემაზე, რომელიც ასე მუშაობს: აფთიაქმა გახსნა თავისი კლინიკა, სადაც მასთან დასაქმებულ ექიმს ავალდეულებს პაციენტს, თავისივე კომპანიის მიერ წარმოებული, ან მის სააფთიაქო ქსელში არსებული მედიკამენტი გამოუწეროს. შესაბამისად, ცალკეულმა ბიზნეს ჯგუფებმა ხელში ჩაიგდეს ე.წ. ფარმაცევტული ვერტიკალი და მომხმარებელს მათი კომპანიის გარეთ აღარ უშვებენ. ეს უკვე მახინჯი სისტემაა, რომლის მთლიანად რეფორმირებაა საჭირო.

რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასნამატის გაკონტროლებას, ვახტანგ ჭარაიას მიაჩნია, რომ ამგვარი მიდგომა არასწორია და გამოსავალი ადგილობივი წარმოების წახალისებასა და ამ გზით კონკურენციის ზრდაშია.

„როცა შენ აწესებ რაღაც ზღვარს, მაგალითად ლარიან წამალზე მოგება უნდა იყოს არაუმეტეს 20- თეთრისა, ეს გარკვეულწილად ბიზნესის შეზღუდვაა. ჩვენ ბიზნესის შეზღუდვაზე კი არა, პირიქით, მათ შორის ჯანსაღი კონკურენციის ზრდაზე უნდა ავიღოთ ორიენტირი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რომელიმე მსხვილ ახალ მოთამაშესთან მოლაპარაკება, რომ შემოვიდეს ქვეყანაში გარკვეული შეღავათიანი პირობებით, რათა გაძლიერებული კონკურენციით დაიწიოს ფესებმა. ასევე, შესაძლებელია, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეღავათის დაწესება მედიკამენტებზე. შეიძლება ეს იყოს ეროვნული წარმოების წახლისება მედიკამენტების კუთხით. შესაძლოა, ყველა წამლის წარმოება ვერ შევძლოთ, მაგრამ წავახლისოთ გარკვეული კატეგორიის მედიკამენტების წარმოება. ცალკე უნდა მოხდეს ჯანდაცვის სექტორის, კონკრეტულად წამლების წარმოების გამოყოფა თუნდაც პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და გარკვეული სუბსიდირებაც კი გაკეთდეს იმისთვის, რომ ეროვნული წარმოება გაჩნდეს და გაძლიერდეს. სწორედ ამ კონკურენციის ფონზე შეიძლება დარეგულირდეს ფასის საკითხი“,-განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

ნინი ქეთელაური