Toyota 2020 წლის ყველზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდია

კონსალტინგ კომპანიამ InterBrand-მა მორიგი რეიტინგი წარმოადგინა, რომელშიც ტრადიციულად გვთავაზობს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდებს. 2020 წლის რეიტინგში 15 ავტომწარმოებელი მოხვდა, რომელთა შორის ლიდერი იაპონური Toyota გახდა, რომლის ბრენდის ღირებულება მართალია შემცირებულია წინა წელთან შედარებით, თუმცა მაინც საკმარისი აღმოჩნდა რომ შეენარჩუნებინა ლიდერობა. ჩამონათვალში დებიუტანტიცაა - ეს არის Tesla, რომელიც ავტო-ბრენდებს შორის პირდაპირ მე-6 ადგილზე აღმოჩნდა.

სააგენტოს მონაცემებით, Toyota შეფასებულია 51,595 მილიარდ დოლარად, რაც 8 პროცენტით ნაკლებია მის 2019 წლის ღირებულებაზე. ბრენდების საერთო რეიტინგში ის მეშვიდე ადგილზეა, ავტოკომპანიებს შორის კი პირველზე.

ავტომობილებს შორის მეორე, ხოლო საერთო ჩამონათვალში მერვე ადგილზე აღმოჩნდა გერმანული პრემიუმ-კლასის საავტომობილო ბრენდი Mercedes-Benz, 49,268 მილიარდი დოლარის ღირებულებით, სამეულს ხურავს კიდევ ერთი გერმანელი BMW 39,756 მილიარდით. ის საერთო რეიტინგში მე-11 ადგილზეა.

ავტო-ბრენდებს შორის პირველ ხუთეულში მოხვდნენ ასევე Honda და Hyundai, რომლებიც შესაბამისად, 21,694 და და 14,295 მილიარდად არიან შეფასებული. ამასთან, Hyundai ერთადერთი საავტომობილო ბრენდია, რომლის ღირებულება გაიზარდა წინა წელთან შედარებით 1%-ით. ამის შემდეგ რეიტინგში მოდიან: Tesla - 12,785 მილიარდით, Ford - 12,568 მილაირდით, Audi - 12,428 მილიარდით, Volkswagen - 12,267 და Porsche - 11,301 მილიარდი დოლარით.

ათეულს მიღმა კი არიან: Nissan, Ferrari, Kia, Land Rover და MINI.

კოკა კვირკველია