საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2020 წლის სექტემბერში, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, 2.9%-ით შემცირდა. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშული. ამავე მონაცემების მიხედვით, 2.7%-ით შემცირდა 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 8.3%-ით.
ორგანიზაციის ცნობით, 2020 წლის სექტემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირებულია 5.8%-ით, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.6%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3%-ით.
რაც შეეხება სასტუმროს საშუალო ფასებს, კვლევის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანის - 221 ლარი, 5-ვარსკვლავიანის - 335 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების - 70 ლარი.