5 პროდუქტი, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8,121 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის იმპორტი 5.1%-ით, ხოლო ექსპორტი 16.8%-ით შემცირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში:

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 82 513 300 დოლარი
  • ფეროშენადნობები - 79 299 300 დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 29 711 900 დოლარი
  • სპირტიანი სასმელები - 21 864 800 დოლარი
  • ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - 19 331 500 დოლარი

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 93 062 500 დოლარი
  • ხორბალი და მესლინი - 80 289 700 დოლარი
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 26 336 600 დოლარი
  • მზესუმზირის ზეთი - 22 786 600 დოლარი
  • სატელეფონო აპარატები - 20 923 600 დოლარი
ლიკა ამირაშვილი