მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში 6 ჰესი შევიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს.
უწყებისვე ინფორმაციით, წლის ბოლომდე დამატებით 3 ჰიდროელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში.
„2020 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ექვსი ჰესი, სულ ჯამური დადგმული სიმძლავრით 27,47 მგვტ. ამასთან, წლის ბოლომდე იგეგმება სამი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 3,72 მგვტ”,-აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.