თურქული ლირა დოლართან მიმართებით ხუთშაბათს 7,97 ლირამდე გაუფასურდა, რითაც 8 ოქტომბერს დაფიქსირებულ ისიტორიულ ანტირეკორდს 7,89-ს გადააჭარბა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
სააგენტო ლირას გაუფასურების ტენდენციას ყარაბაღის კონფლიქტში ანკარას ჩართულობის შესაძლებლობას უკავშირებს. როგორც წესი, ასეთ ინფორმაციაზე ბიზნესი ნეგატიურად რეაგირებს, რაც პირველ რიგში ყველაზე სწრაფად აისახება ვალუტის კურსზე.
როგორც ცნობილია, თურქულ მხარეს აზერბაიჯანთან მჭიდრო კავშირები აქვთ. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კი ბაქოს მხარდაჭერა მიმდინარე კონფლიქტში ღიად გამოუცხადა.