Adidas-მა შესაძლოა, Reebok გაყიდოს

გერმანული სპორტული სამოსის მწარმოებელი კონცერნი Adidas-ი მისი კუთვნილი ბრენდის Reebok-ის გაყიდვას განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათი მონაცემებით, კომპანია საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო თვეებში მიიღებს, ამ დროისთვის კი საკითხის შეფასება მიმდინარეობს. კომპანიის წარმომადგენლებმა სააგენტოს კომენტარზე უარი უთხრეს.

როგორც Bloomberg წერს, Adidas-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კასპერ რორსტედი 2016 წელს ამ პოსტზე მოსვლის მომენტიდან უარყოფდა ხმებს, რომ სურდა Reebok-ის გაყიდვა. ამასთან, მან ბრენდის წამგებიანი მაღაზიები დახურა და რამდენიმე სალიცენზიო ვადების გახანგრძლივება დაიწყო, რამაც დანახარჯების შემცირებას შეუწყო ხელი. 2019 წელს Reebok-მა კვლავ დაიწყო კომპანიისთვის მოგების მოტანა და რორსტედი იმედოვნებდა, რომ ბრენდის გაყიდვებს კიდევ უფრო გაზრდიდა ფეხსაცმლის ახალი ხაზების დამატებით, თუმცა გეგმებში კორექტირება პანდემიამ შეიტანა.

კომაპანიამ მანამდე გაავრცელა განცხადება, რომ პანდემიამ Reebok უფრო მეტად დააზარალა, ვიდრე Adidas. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Adidas-ის გაყიდვები შემცირდა 33%-ით, ხოლო Reebok-ის შემოსავლები 42%-ით.

კოკა კვირკველია