სინგაპურის ხელისუფელბამ ამერიკული ბანკის Goldman Sachs-ის ადგილობრივი ფილიალი ქვეყნისთვის რეკორდული თანხით 122 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზი კი მალაიზიური საინვესტიციო ფონდ 1MDB-სთან დაკავშირებული გახმაურებული სკანდალია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პროკურატურა, კომერციული დანაშაულის პოლიციის დეპარტამენტი და ქვეყნის ფულად-საკრედიტო სამმართველო ერთობლივ განცხადებაში წერს.
„Goldman Sachs Singapore-ისთვის ასევე გამოტანილია 36-თვიანი გაფრთხილება კორუფციის შესახებ კანონის სამი პუნქტის დარღვევის გამო“ - წერია განცხადებაში.
მათ ფინანსური უწყება ასევე დაავალდებულეს დანიშნოს დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ფინანსურ საქმიანობაში სიტუაციის გამოსწორებას გააკონტროლებს.
შეგახსენებთ, ხუთშაბათს გახდა ცნობილი, რომ ამერიკული ბანკი Goldman Sachs აშშ-ის ფედერალურ ხელისუფლებას 2,8 მილიარდ დოლარს გადაუხდის და აღიარებს პასუხისმგებლობას იმ როლისთვის, რომელიც დაკავშირებულია მალაიზიური სახელმწიფო ფონდის 1MDB რამდენიმე მილიარდიან დანაკარგთან.
ცნობისთვის, 1MDB-ს სკანდალი 2015 წელს გასკდა, როცა გავრცელდა პირველი ინფორმაცია 11 მილიარდი დოლარის დანაკარგის შესახებ. მედია წერდა, რომ აქედან 4,5 მილიარდი დოლარი აღმოჩნდა მალაიზიის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის ნაჯიბა რაზაკის ხელთ. ჩატარებულმა გამოძიებამ კი დანაშაული ვერ დაადგინა. ძიება განახლდა უკვე 2018 წლის არჩევნების შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ოპოზიცია მაჰატჰა მოჰანდის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ ექს-პრემიერს წარუდგინეს ბრალი 40 ეპიზოდში, რომელიც ქრთამის აღებას, ფულის გათეთრებას და სხვა ბრალდებებს მოიცავდა. მას მიმდინარე წლის ივნისში ამ ბრალდებებით 12 წლით თავისუფლებას აღკვეთა მიესაჯა და დამატებით 49,3 მილიონი დოლარის ჯარიმა დაეკისრა.
გასული წლის აგვისტოში ამერიკული ბანკის Goldman Sachs-ის მალაიზიის 17 თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს 1MDB-ის აქციებით მანიპულირებისთვის. ამ საქმის ირგვლივ მსოფლიოს 6 ქვეყანაში და მათ შორის შტატებში კი დაიწყო სასამრთლო გარჩევები ფონდის ხელმძღვანელებისა და ბანკის მიმართ.