ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში, ჯამში, კორონავირუსის გამოსავლენი 700 ათასამდე ტესტია.
ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ტესტების შესყიდვა კიდევ მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე მარაგში არის ნახევარი მილიონი PCR ტესტი. ასევე ჩვენ გვაქვს ანტიგენის და ანტისხეულების ტესტები, რომლის რაოდენობაც, თუ არ ვცდები, არის 200 ათასამდე. დამატებითი შესყიდვები კვლავ მიმდინარეობს“, - განაცხადა ტიკარაძემ.