დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ჰქონდეთ ინფორმაცია, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი, რადგან ეს სიმპტომების გამოვლენისას სწრაფად მოქმედებაში დაეხმარებათ.
ამირან გამყრელიძე აქვე განმარტავს, რომ კორონავირუსის დაავადების მართვის მთავარი დატვირთვა გადადის პირველადი ჯანდაცვის სექტორზე, ამიტომ აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი.
"ჩვენი მიზანია, რომ სტაციონარულ მკურნალობაზე იყოს ინფიცირებულების 15-25%-მდე, ხოლო დანარჩენები იმართოს ამბულატორიულ პირობებში, ბინაზე ან კოვიდ სასტუმროებში. ხშირად ვიმეორებთ, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი არის უსიმპტომო ან მსუბუქად მიმდინარე. ამიტომ, მინდა ასეთი სლოგანი მოვუწოდო მოსახლეობას, რომ თითოეულმა ადამიანმა დღეს, უნდა იცოდეს ვინ არის თავისი ოჯახის ექიმი, ასევე უნდა იცოდეს მისი ტელეფონის ნომერი.
როდესაც იწყება სიმპტომები, არ არის საჭირო ვეძიოთ, სად ჩავიტაროთ ტესტი, სად წავიდეთ, როგორ წავიდეთ, დავურეკოთ ოჯახის ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დარიგების მიხედვით.
არის მეორე გზა, 112, რომელიც გადაგამისამართებთ ოჯახის ექიმთან, მაგრამ დღეს ჩემი მთავარი სლოგანი იქნება, დღევანდელ პირობებში, რადგან მთავარი დატვირთვა დაავადების მართვის გადადის პირველადი ჯანდაცვის სექტორზე, თითოეულმა ადამიანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმი.
მეორე სლოგანი კი არის ის, რომ ვიძლევით მკაცრ რეკომენდაციას, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც მოხდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.