რა ცვლილებები ამოქმედდება ხვალიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით

თბილისში საზოგადოებრი ტრანსპორტთან დაკავშირებით ხვალიდან რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

„ხვალიდან ახალი ქსელის იმპლემენტაცია იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ:

  • ქალაქში გაჩნდება ათიდან ერთი დერეფანი, რომელიც იმოძრავებს მხოლოდ მისთვის გამოყოფილ ზოლში, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას.
  • ამოქმედდება სრულიად ახალი, მისი მკვებავი, საუბნო მნიშვნელობის ხაზები, რომელზეც იმოძრავებს ახალი 8, 10 და 12 მეტრიანი ავტობუსები.
  • დაემატება ამ დერეფნის ლოკალური მნიშვნელობის ხაზები, რომელზეც იმოძრავებს სრულად ახალი მიკროავტობუსები.
  • ღნიშნულ მარშუტებზე გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპირტო ბარათით იქნება შესაძლებელი.
  • მიკროავტობუსებში აიკრძალება ფეხზე დგომა, რაც მკაცრად გაკონტროლდება
  • შეიცვლება ბიზნეს მოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რაც ახდენს “მგზავრზე ნადირობის” პრევენციას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
  • აღნიშნული რეფორმით განახევრდება ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა და თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები სრულად დაიფარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
  • მოლოდინის დრო დღევანდელი საშუალო 28 წუთისა შემცირდება 7 წუთამდე ხოლო მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთს შეადგენს“, - წერს წილოსანი facebook-ში.