თბილისში საზოგადოებრი ტრანსპორტთან დაკავშირებით ხვალიდან რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
„ხვალიდან ახალი ქსელის იმპლემენტაცია იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ:
- ქალაქში გაჩნდება ათიდან ერთი დერეფანი, რომელიც იმოძრავებს მხოლოდ მისთვის გამოყოფილ ზოლში, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას.
- ამოქმედდება სრულიად ახალი, მისი მკვებავი, საუბნო მნიშვნელობის ხაზები, რომელზეც იმოძრავებს ახალი 8, 10 და 12 მეტრიანი ავტობუსები.
- დაემატება ამ დერეფნის ლოკალური მნიშვნელობის ხაზები, რომელზეც იმოძრავებს სრულად ახალი მიკროავტობუსები.
- ღნიშნულ მარშუტებზე გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპირტო ბარათით იქნება შესაძლებელი.
- მიკროავტობუსებში აიკრძალება ფეხზე დგომა, რაც მკაცრად გაკონტროლდება
- შეიცვლება ბიზნეს მოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რაც ახდენს “მგზავრზე ნადირობის” პრევენციას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
- აღნიშნული რეფორმით განახევრდება ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა და თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები სრულად დაიფარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
- მოლოდინის დრო დღევანდელი საშუალო 28 წუთისა შემცირდება 7 წუთამდე ხოლო მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთს შეადგენს“, - წერს წილოსანი facebook-ში.