დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას

დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რაც გახდა ლონდონისთვის პირველი მსხვილი სავაჭრო შეთანხმება ბრექსიტის შემდეგ. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ტოკიოში.

როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შეთანხმება ძალაში შევა ორი ქვეყნის პარლამენტებში რატიფიცირების შემდეგ, ეს კი 2021 წლის იანვარში მოხდება. ხელშეკრულება მოუწოდებს მხარეებს, ეტაპობრივად გააუქმონ ტარიფები ბრიტანეთიდან ექსპორტირებული საქონლის 94%-ზე და იაპონიიდან ექსპორტირებული პროდუქციის 99%-ზე.

ბრიტანული მხარის მონაცემებით, 2019 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობამ 31,6 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ხოლო ამჟამინდელმა ხელშეკრულებამ ეს მოცულობა დამატებით 15,2 მილიარდით უნდა გაზარდოს.

კოკა კვირკველია