დიზაინერ ზვიად ციკოლიას საათების მაღაზია გაქურდეს. ამის შესახებ დიზაინერი სოციალურ ქსელში წერს და ფაქტის ამსახველ ვიდეოს თავად აქვეყნებს, რომელშიც ორი პირია ასახული.
„არასრულწლოვნების პრობლემა როდის უნდა მოგვარდეს? ეს ჩვენი ბუტიკია დღეს დილით...“, - წერს ციკოლია და ვიდეოს აქვეყნებს.