1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2202 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2181 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8137 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8086 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0051 შეადგინა.