2020 წლის აგვისტოში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 1 454 საჩივარი დაფიქსირდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში პრეტენზიების სამეულში შედიან:
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, აგვისტოში შესული პრეტენზიებიდან 1113 ტრანზაქციებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 113 განაცხადი, 51 განაცხადით სამეულში მოხვდა საპროცენტო შენატანებთან დაკავშირებული პრეტენზიები.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში 1 454 საჩივრიდან ბანკებმა 1014 უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. საფუძვლიანად 1 57 განაცხადი; 270 განაცხადის შემთხვეევაში კი განხილვა ისევ მიმდინარეობს. 13-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება. ცნობისათვის, დღეს საფინანსო ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.