წაბლი თბილისის ბაზრებზე სექტემბრის შუა რიცხვებიდან იყიდება. ქვეყანაში პროდუქტის მოსავლის აღებაც სწორედ ამ პერიოდიდან იწყება და დაახლოებით, 20 ოქტომბრამდე გრძელდება.
საქართველში წაბლი ველურ კულტურად ითვლება, რადგან გავრცელებული მოსაზრებით, ის ძირითადად ტყეში იზრდება. თუმცა პროდუქტი ბევრ საყოფაცხოვრებო ნაკვეთშიც გვხვდება.
როგორ East fruit-ს Georgian Chestnuts Export დაფუძნებელმა ლევან ბენაშვილმა განუცხადა, აჭარასა და გურიაში არის ახალგაზრდა წაბლის ბაღები, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით. მისივე ინფორმაციით, ტყეში გაცილებით მეტი წაბლის ხე იზრდება, რომელსაც ადგილობრივები მაქსიმალურად უვლიან, რათა მოსავლი მიიღონ.
საქართველოში წაბლის ხეების უმეტესობა შავი ზღვის რეგიონში, ასევე, გურიაში, ქართლსა და კახეთში იზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, წაბლის ხე საკმაოდ ნაყოფიერია, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ ძალიან მცირე მოსავალი მიიღო. აღნიშულის გამო, მრავალი ფერმერი, ვინც წაბლს საკუთარ ეზოში ზრდის, იმედგაცრუებულიც კი იყო. ლევან ბენაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამის მიზეზი ფაროსანა გამხარიყო, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ფაქტობრივად, ანადგურებდა არა მხოლოდ წაბლს, არამედ სხვა მრავალ კულტურას.
როგორც წესი, ქართული წაბლი უფრო მეტად შიდა ბაზარზე იყიდებოდა, მცირე რაოდენობით კი მეზობელ ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გადიოდა. 3 წლის წინ ვითარება შეიცვალა და ლევან ბენაშილმა პროდუქტის მცირე მოცულობის გატანა რუსეთის ბაზარზე დაიწყო. ბოლო 4 წლის განმავლობაში კი, წელს პირველად, საქართველომ წაბლის მაღალი მოსავალი მიიღო. შედეგად, რუსეთში 200 ტონამდე მაღალი ხარისხის წაბლი გავიდა.
ასევე პირველად საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში აშენდა წაბლის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც საათში 3-დან 5 ტონა წაბლს ამუშავებს. დღეს წარმოებაში 15 ადამიანია დასაქმებული.
Georgian Chestnuts Export-ის ხელმძღვანელი გეგმავს, რომ 2021 წელს წაბლის ფქვილის წარმოებაც დაიწყოს, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად ბავშვთა წარმოებაში გამოიყენება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლაშა შალამბერიძის თქმით, „ ბოლო დროს ექსპორტიორების მხრიდან ქართული წაბლის მიმართ ინტერესი დიდია“.
როგორც east fruit წერს, ამ მიმართულებით ქვეყნაში პოზიტიური ძვრებიც შეინიშნება და Georgian Chestnuts Export ქართლში წაბლის დიდი ბაღის გაშენებისთვის ემზადება.
რაც შეეხება წელს წაბლის ღირებულებას, ადგილობრვ ბაზარზე 1კგ-ს ფასი 3-დან 3.5 ლარამდე (2 აშშ დოლარი) მერყეობს.