სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა. შემოწმების შედეგებზე ინფორმაციას momxmarebeli.ge ავრცელებს. შემოწმებულ საწარმოებს შორის არის: კვების ობიექტები, აგრარული ბაზრები, მარკეტები, საცხობები და ა.შ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, თბილისში მდებარე კვების ობიექტებისა და მარკეტების ჩამონათვალს, სადაც შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.
- შპს ჩეხური ლუდის სახლი (ლუდის ბარი) - წარმოიქმნება კონდენსატი; ინვენტარის ჰიგიენა არ არის დაცული;
- შპს სითი გრუფ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სათავსის და ინვენტარის ჰიგიენა არ არის დაცული;
- შპს ფლორა (კაფე-ბარი, რესტორანი) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები
- შპს მემო (საცალო და საბითუმო ვაჭრობა) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;, სურსათის წარმოება/შენახვის ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა; წარმოიქმნება კონდენსატი; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია;
- შპს ჯეო დისტრიბუშენ გრუპი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - წარმოიქმნება კონდენსატი;
- შპს მარკეტი 2014 (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
- სს ნიკორა ტრეიდი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა; წარმოიქმნება კონდენსატი; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია;
- ლიანა დუდაშვილი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო; დეზინფექცია/ დეზინსექცია /დერატიზაცია; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
- შპს Iberia Food Company (კაფე-ბარი, რესტორანი) - დარღვეულია ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია; წარმოიქმნება კონდენსატი;
- შპს ედო (კაფე-ბარი, რესტორანი) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია; სამზარეულო არ არის უზრუნველყოფილი ცხელი წყლით;
- ლალი პაქსაშვილი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
- შპს ზღაპარი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
- სს ფუდმარტი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
- შპს თაჯ (კაფე-ბარი, რესტორანი) - დარღვეულია ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია; წარმოიქმნება კონდენსატი;
- შპს ვან მეი (კაფე-ბარი, რესტორანი) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია/დეზინსექცია/დერატიზაცია; წარმოიქმება კონდენსატი; დარღვეულია სურსათის შენახვის პირობები;
- შპს ,,მეგვა,, (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
- ადნან აქპინარ (საშაურმე) - არ ტარდება სათანადო სადეზინფექციო და სადეზინსექციო სამუშაოები;
- შპს აგრო (აგრარული ბაზარი) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია;
- შპს საბროსო (კაფე-ბარი, რესტორანი) - დარღვეულია ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია; წარმოიქმნება კონდენსატი;
- შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია სურსათის წარმოება/ შენახვის ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა;
- შპს "ხარება" (საშაურმე) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; წარმოიქმნება კონდენსატი; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი.
ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 2175 ობიექტი შემოწმდა. მონიტორინგის სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: სურსათის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები