საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ასევე, საქართველოში კორონავირუსის 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 10 163-ს შეადგენს.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 193 ადამიანია გარდაცვლილი.