Coca-Cola ბრენდების რაოდენობას 50%-ით შეამცირებს

ამერიკული კორპორაცია Coca-Cola საკუთარი ბრენდების განახევრებას 200-მდე აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

„კომპანიის გეგმით მის პორტფელში 200-მდე ბრენდი იქნება, ეს კი არსებული ციფრის 50%-ით შემცირებას გულისხმობს. ის ამავდროულად უარს იტყვის, რამდენიმე სახის პროდუქციაზე, ისეთებზე როგორიცაა Zico და Tab“ - ნათქვამია დოკუმენტში. განცახდებაში არ კონკრეტდება, თუ რომელ ბრენდებზე იტყვის უარს კორპორაცია.

როგორც ტელეკომპანია CNN იუწყება, სატელეფონო კონფერენციის დროს რომელშიც ინვესტორები და ანალიტიკოსები მონაწილეობდნენ Coca-Cola-ს დირექტორმა ჯეიმს ქუინსიმ განაცხადა, რომ შემცირებულ ბრენდებს შორის მოხვდებიან სასმელი წყლის სავაჭრო ნიშნები. უმეტეს შემთხვევაში კი შემცირებაში მოჰყვება ისეთი ბრენდები, რომლებიც მხოლოდ ერთეულ შტატებში იყიდება და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Coca-Cola განამრტავს, რომ აპირებენ კონცენტრირებას, ისეთ ბრენდებზე, რომლებსაც განვითარების უფრო დიდი პოტენციალი აქვთ.

კომპანიამ ამ კვირაში მესამე კვარტლის ანაგარიში წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ მისი შემოსავლები 9%-ით 8,7 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული.

კოკა კვირკველია