თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, დღეიდან რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება.
კერძოდ, დღეიდან ახალი ქსელის იმპლემენტაცია დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დღეიდან, 24 ოქტომბრიდან:
- ქალაქში გაჩნდება ათიდან, ერთი სწრაფი დერეფანი, რომელიც იმოძრავებს მხოლოდ მისთვის გამოყოფილ ზოლში, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას. დერეფანში იმოძრავებს 12- მეტრიანი და მომავალი წლიდან 18- მეტრიანი ავტობუსები;
- ამოქმედდება სრულიად ახალი, მისი მკვებავი, საუბნო მნიშვნელობის ხაზები. საქალაქო მნიშვნელობის მარშრტუტებზე მოძრაობს 8 და 10 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მარშტურებში მოძრაობს 6-მეტრიანი ე.წ. მიკროავტობუსები, რომელიც მერიამ უკვე შემოიყვანა და 300 ერთეული თვის ბოლოდან დაიწყებს მოძრაობას;
- აღნიშნულ მარშუტებზე ანუ ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპორტო ბარათით იქნება შესაძლებელი;
- მიკროავტობუსებში აიკრძალება ფეხზე დგომა, რაც მკაცრად გაკონტროლდება;
- შეიცვლება ბიზნეს მოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რაც ახდენს “მგზავრზე ნადირობის” პრევენციას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას;
- აღნიშნული რეფორმით განახევრდება ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა და დედაქალაქში ნაცვლად 3 000 მიკროავტობუსისა, იმოძრავებს 1200-1500-მდე ერთეული. შედეგად, თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები სრულად დაიფარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით;
- მოლოდინის დრო დღევანდელი საშუალო 28 წუთისა შემცირდება 7 წუთამდე, ხოლო მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთი იქნება;
- დღეიდან, თბილისს 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება.