Coca-Cola-მ ქაღალდის ბოთლის პირველი  პროტოტიპი წარადგინა

კომპანია Coca-Cola აპირებს შეამციროს საკუთარი ნახშირორჟანგის კვალი და დაიცვას ეკოლოგიურობა. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ მისი პირველი ქაღალდის ბოთლის პროტოტიპი წარადგინა.

Coca-Cola Europe-მა შეიმუშავა ახალი შეფუთვა კომპანია Paboco-სთან ერთად, რომელიც ამავდროულად მუშაობს Absolut-ის ქაღალდის ბოთლებზე. ბოთლი თავის თავად წარმოადგენს ქაღალდის კარკასს, რომელშიც გადამუშავებული პლასტიქი აფენია. კომპანია იმედოვნებს, რომ შეიმუშავებს ისეთ გზას, რომლის შედეგად მათი ბოთლის მეორადი გადამუშავება ქაღალდის მსგავსად მოხდება.

„ქაღალდის ბოთლი ხსნის შესაძლებლობების ახალ სამყაროს პროდუქციის შესაფუთად და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქარალდის ბოთლი მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“ - აცხადებს ბრენდის ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელი სტინ ფრანსენი. მისი თქმით, კომპანიისთვის მომდევნო ნაბიჯი იქნება ბოთლის შექმნა პლასტიკის საფენის გარეშე.

პროექტის ფარგლებში კომპანიამ ჩაუშვა ეკოლოგიური კამპანია World Without Waste, რათა შეაგროვოს და მეორადად გამოიყენოს ბოთლად გაყიდული თითოეული სასმელი.

კოკა კვირკველია