Facebook ტესტავს “მინი-ქსელს“ მეზობლებისთვის

პლატფორმა Facebook ტესტავს ფუნქციას Neighborhoods, რომელიც მომხმარებლებს მისცემს საშუალებას გაავრცელონ პოსტები იმ რაიონისთვის, სადაც ცხოვრობენ. ამის შესახებ წერს The Verge.

მომხმარებლები შეძლებენ პალტფორმაზე ცალკეული პროფილების შექმნას, რომლებზეც მიბმული იქნება მათი ადგილსამყოფელი. Facebook კი ამ ტიპის ინფორმაციას შეაგროვებს, რათა რეკლამის სახით ის უჩვენოს რელევანტურ აუდიტორიას.

ფუნქცია Neighborhoods ჯერ მხოლოდ კანადის ქალაქ ქალგარიშია ხელმისაწვდომი. წარმატებული ტესტის შემთხვევაში ის შესაძლოა ბევრ სხვა ქვეყანაშიც გამოჩნდეს, წერს პორტალი.

ეს არ არის ერთადერთი სიახლე რომელსაც ქსელი გვთავაზობს, მათ ამავე კვირაში წარმოადგინეს გაცნობის სერვისი Facebook Dating. ის ევროპის 32 ქვეყნაშია ხელმისაწვდომი.

კოკა კვირკველია