მასშტაბური ანტიმონოპოლიური საქმე, რომელშიც ფიგურირებს Google, სრულფასოვან სარჩელად იქცა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს მიმართა და ახლა მას მოუწევს იმ ბიზნეს-პრაქტიკის შესწავლა, რომელმაც კორპორაციებს საშუალება მისცა გამხდარიყვნენ ბაზრის დომინანტები.
Bloomberg-ის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს მიზანია გამოიკვლიოს შეთანხმებები, რის საფუძველზეც Google-მა მოიპოვა „უსიტყვოდ ძიების„ ფუნქციაში დომინანტი სტატუსი სხვადასხვა გაჯეტებსა და ბრაუზერებში. ამ ტიპის შეთანხმებებს შორის კი უმსხვილესი გამოდგა Apple-თან შეთანხმება, რომლის წყალობითაც Google-ს საძიებო სისტემა ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი iPhone-სა და კომპანიის სხვა მოწყობილობებში.
ხელისუფლებამ გაარკვია, რომ Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა და Google-ის მმართველმა სუნდარ პიჩაიმ, მოლაპარაკების დეტალები 2018 წელს შეათანხმეს. ამის შემდეგ Apple-ის ერთ-ერთმა მენეჯერმა მისწერა პარტნიორს, რომ მათი ხედვა მდგომარეობს მჭიდრო თანამშრომლობაში - „ისე თითქოს ვართ ერთი კომპანია“.
სარჩელში ნახსენებია, შიდა დოკუმენტები, სადაც Apple-თან შეთანხმება მოხსენიებულია როგორც „შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო“. ასეთი პარტნიორის დაკარგვის შემთხვევაში კი კორპორაციას მოუწევს ექსტერნული (Code Red) სცენარით მოქმედება, ვინაიდან Apple-ის მოწყობილობებზე მოდიოდა Google-ის საძიებო ტრაფიკის ნახევარზე მეტი 2019 წელს.
ეს, აქამდე უცნობი დეტალები კი შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს Google-ის წინააღმდეგ საქმეში. ამერიკის ხელისუფლების აზრით კომპანია იყენებდა „უსიტყვო ძიების“ სტატუსს იმისთვის, რომ კონკურენტებისთვის გადაეკეტა ჟანგბადის წყარო და შეეზღუდა მომხმარებელთა არჩევანი. Google-ში აცხადებენ, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნები არის „ღრმად მცდარი“ და შესაძლოა ავნოს მომხმარებლებს - მათთვის ხელოვნურად თავსმოხვეული უხარისხო სერვისების გამო.
ანალიტიკოსების აზრით, Google-ი განსაკუთრებული სტატუსის გამო Safari-ის ბრაუზერში, რომელიც გამოიყენება iPhone-ებში და Apple-ის სხვა პროდუქტებში, Apple-ს ყოველწლიურად უხდის 8-დან 12 მილიარდ დოლარამდე თანხას.