ბრაუზერი Google Chrome გეგმავს რეკლამას დაუთმოს იმ სივრცის ნაწილი, რომელიც ჩანს სწრაფი წვდომის, ანუ მთავარ გვერდზე - წერს Techdows. მათი ინფორმაციით, რეკლამები ბრაუზერში გამოჩნდება ყოველი ახალი გვერდის გახსნის დროს.
თავად რეკლამას კი სისტემა შეარჩევს მოხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელ ქმედებებსაც ის ახორციელებს Google-ის სერვისებში. ფუნქცია უკვე იტესტება Chrome-ის ექსპერიმენტულ ვერსიაში - ბრაუზერში Canary.
სხვა სიახლეებს შორის , რომლებიც სავარაუდოდ, მოხვდებიან ძირითად ვერსიაში ეს იქნება კულინარიული რეცეპტების ჩვენება და სტრიმინგ სერვისების ჩვენება.
ამ დროისთვის კი Canary ბრაუზერში რეკლამის ჩვენების ფუნქციის გათიშვა შესაძლებელია, გადავა თუ არა ის Google Chrome-ში ჯერ უცნობია.