სამხრეთ კორეული კონცერნის Samsung-ის ხელმძღვანელი ლი გონ ხი სეულში საავადმყოფოში გარდაიცვალა..
როგორც კორეული მედია წერს, 2014 წელს გადატანილი გულის შეტევის შემდეგ ლი გონ ხი მძიმედ იყო ავად. ის 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლი გონ ხი კომპანია Samsung Group-ის ხელმძღვანელია 1987 წლიდან. ის 2016 წელს ჟურნალმა Forbes-მა სამხრეთ კორეის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა. ამავე გამოცემის შეფასებით, 2020 წლის ოქტომბრისთვის მისი ქონება შეფასებულია 20,9 მილიარდ დოლარად.