საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 201-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევათა რაოდენობა 28431-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა კიდევ 604 პაციენტი და საერთო რაოდენობა 10767-ს შეადგენს.