ვინ არის მილიონერი „ფლეიბოი ბაბუა“, რომელმაც „ცხოვრება“ 50 წლის შემდეგ დაიწყო

ორი ათეული წლის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა აქტიური, ქარიზმატული და საკმაოდ ენერგიული იტალიელი მეწარმე ჯანლუკა ვაკი.

50 წელს გადაცილებული მილიონერის ცეკვა მეგობარ გოგონასთან ერთად მთელს მსოფლიოს ელვის სისწრაფით მოედო, მათ შორის იყო საქართველოც.

ჯანლუკა საქართველოში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ იგი სარეკლამო რგოლში გადაიღო. ძვირფასი იახტები, ვილები, ფუფუნების საგნები, ეს ყველაფერი “იფლუენსერს“ ყველასთვის მიმზიდველს ხდის, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი განვლილი ცხოვრება, ციხეში გატარებული წლები და ზედმეტი წონა, რომელიც ახალგაზრდობაში აწუხებდა.

IMA - Industria Macchine Automatiche S.p.A-ს ინტერაქტიული ჯგუფის აქციონერის, კომპაიების Tesmec, FIN Vacchi Finanziaria Italian და First Investments SpA-ს მფლობელის ყოველთვიური სუფთა მოგება დღეს 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს. მისი კომპანიის ღირებულება კი 450 მილიონი დოლარია.

jan1-1603609946.jpg

ბიოგრაფია

ჯანლუკა ვაკი 1967 წლის 5 აგვისტოს, იტალიაში, ბოლონიაში დაიბადა. დღეს უკვე ცნობილმა ინფლუენსერმა მშობლებთან ერთად უზრუველი ბავშვობა გაატარა. ჯანლუკას განათლებაზე მამა გასაკუთრებით ზრუნავდა.

ვაკი იტალიური გვარია, რომელიც უძველესთა შორისაა. ჯანლუკას წინაპრები ბიზნესმენები და ხელოვანები იყვნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში ვაკიმ ახსენა მისი წინაპრები, რომელთა ნამუშევრები ფლორენციის ცნობილ გალერეაში Palazzo Pitti გამოიფინა.

მას ჰყავდა არგენტინელი ბებია, რომელმაც 7 წლის ასაკში საყვარელ შვილიშვილს ფორტეპიანოზე დაკვრა ასწავლა. აქედან დაიწყო მისი მუსიკით გატაცება, რაც დღეს მისი ცხოვრების სტილზეც აისახება. აღსანიშნავია, რომ ვაკი დღეს პოპულარული “DJ“-ია.

როდესაც ჯანლუკა ახალგაზრდა იყო, ის მარცხენა შარვლის ფეხს ჯინსებზე, შარვალზე და შორტებზეც კი იკეცავდა. ეს ჩვევა დღემდე შემორჩა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჯანლუკა ბოლონიის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ვაჭრობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბაკალავრის ხარისხი კი 1993 წელს მიიღო.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 29 წლის ჯანლუკა საოჯახო ბიზნესში მუშაობდა. კომპანია IMA - Industria Macchine Automatiche S.p.A, რომელიც ბოლონიაში მდებარეობს, 1961 წელს ანდრეა რომაგნოლის და რენატო ტაინოს მიერ დაარსდა. 1963 წელს ვაჩის ოჯახმა IMA- ს აქციების უმეტესი ნაწილი შეიძინა.

IMA Group თავიდავე ბევრი მიმართულებით ფუნქციონირებდა. მას შემდეგ, რაც ჯანლუკა საოჯახო ბიზნესის მართვაში ჩაერთო, კომპანიამ წამლის, კოსმეტიკის, საკვების, თამბაქოს, ჩაისა და ყავის გადამამუშავებელი და შეფუთვის ავტომატური მანქანების დიზაინსა და წარმოებაში მოწინავე პოზიციები დაიკავა.

კომპანიას აქვს ადგილობრივი საწარმოები ბოლონიასა და ფლორენციაში იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, ინდოეთში, მალაიზიასა და ჩინეთში სხვა საწარმოო საიტებთან ერთად. ჯანლუკა 5,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, აქედან 2,600 უცხოეთში მუშაობს.

ბიზმესნმენს შორეულ ახალგაზრდობაში ზედმეტი წონა აწუხებდა და მორცხვი ხასიათი ჰქონდა. გოგონებში არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დასავლური ყვითელი მედიის ცნობით, ამის გამო ჯანლუკა ხშირად იყო ცუდ ხასიათზე, იმდენად განიცდიდა მის მდგომარეობას, რომ ბევრჯერ ღამით უტირია კიდეც.

რამდენიმე წელიწადში ჯანლუკამ გაფართოება გადაწყვიტა, როგორც ჩანს წარმატებამ მორცხვ ჯანლუკას ძირეული ცვლილებებისკენ უბიძგა. ასე, ნელ-ნელა დაიწყო იტალიელმა ოფისის “ჭიამ“ “მაჩოდ“ გადაქცევა.

წარმატება, ციხე და ისევ წარმატება

2006 წელს ვაკიმ საათების ბრენდი ToyWatch შეიძინა, რომელსაც აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა აღმერთებდა.

2007 წელს ჯანლუკა ვაკიმ Calisto Tanzi- ს მისი ტურისტული მეგა კომპანია "Last Minute Tour" მიჰყიდა. გარიგების ოდენობა უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ბიზესმენმა მისი კომპანია მსუყე პირობებით დათმო.

2011 წელს ჯანლუკამ Lapo Elkann– ის იტალიის დამოუკიდებელ ჯგუფთან ერთად ToyWatch-ის სპეციალური, შეზღუდული გამოშვება წარადგინა. 1007 საათი შავი ხავერდის ყუთში იყიდებოდა. ამას მეორე უნიკალური სათვალეების კოლექცია Italian Independent of I-Wear მოჰყვა.

თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ იმავე წელს მოულოდნელად ჯანლუკა ვაკის გაკოტრების საქმეში თანამონაწილეობისთვის 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საქმის დეტალები ცობილი არ არის, მედიის საშუალებით მხოლოდ ის გავრცელდა, რომ მხოლოდ კომპანია Tanzi- ს მიერ კონტროლირებადმა კომპანიამ, რომელთანაც ბიზესმენმა 50 მილიონ დოლარიანი გარიგება დადო, ვაკის უჩივლა.

ამასთან, პირველ ინსტანციაში შეტანილი საჩივარი ტექნიკური ხარვეზების გამო გაუქმდა, ხოლო ბოლონიის სააპელაციო სასამართლომ პროცესის გამეორების მიზნით, პარმას სასამართლოში ჩანაწერის გადაცემის ბრძანება გასცა.

2013 წელს, 20 მილიონი ევროს ბრუნვით, ToyWatch “Hirsch Group“-ზე გაიყიდა.

ჯანლუკა ვაკის წლიური ბრუნვა ბოლო მონაცემებით დაახლოებით 1,5 მილიონ ევროს შეადგენს.

ცოლები

ვაკის პირველი მეუღლე მელისა სატაა. ქორწინება რამდენიმე წელიწადში დასრულდა. ბიზესმენს აქამდე შვილი არ ყოლია, თუმცა გარკვეული პერიოდი სოციალურ მედიაში ნათლულთან, ჯინევრა მავილასთან ერთად ხშირად ჩნდებოდა, რის გამოც ბევრს ეგონა, რომ მოზარდი ჯანლუკას შვილი იყო.

პირველ მეუღლესთან დაშორების შემდეგ ბიზნესმენი სერიოზულ ურთიერთობებზე არც ფიქრობდა. ასე იყო 2014 წლამდე, სანამ ვაკიმ და მისმა მეგობარმა ჯორჯია გაბრიელემ თავი წყვილად არ გამოაცხადა. პოპულარობისა და წარმატების მომტანი ურთიერთობა 2017 წელს შეწყდა. მიზეზი უცნობია.

სწორედ ჯორჯია გაბრიელასთან ერთად გადაღებული ვიდეოები გახდა წყვილის პოპულარობის განმსაზღვრელი. ბიზესმენმა იფლუენსერობა დაიწყო. დღეს ვაკის ინსტაგრამზე 17.9 მილიონი გამომწერი ჰყავს. მისი სახელი და გვარი “გუგლის“ საძიებო სისტემაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა.

ბიზნესმენი ფეხბურთის, კინოს და მედიის ვარსკვლავებთან მეგობრობს. ჯანლუკა ვაკის ზედმეტსახელებია “ფლეიბოი ბაბუა“ და “ფულის მეფე“.

53 წლის “ფლეიბოი ბაბუა“ ცოტა ხნის წინ 27 წლის მოდელთან, შერონ ფონსეკასთან დაქორწინდა. მესამე ქორწინებაში წყვილი შვილსაც ელოდება.

წყვილი ბოლონიაში მდებარე ვილაში ცხოვრობს. 38 ჰექტარ მიწაზე გაშენებული ფეშენებელური ვილა, სამი აუზითა და ყველასგან გამორჩეული ინფრასტრუქტურით, მართლაც ზღაპრულ ქვეყანას მოგაგონებთ.

იტალიელი ბიზნესმენი ქონებას ფლობს ფლორიდაში, მაიამიში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

”ჯანლუკა არის ღია წიგნი, ადამიანი, რომლისგანაც ყოველდღე შემიძლია განსხვავებული რამის სწავლა. მისი სული და ენერგია 15 წლის ბიჭს მოგაგონებთ“ - განაცხადა გამოცემებთან საუბარში შარონმა.

ახალგაზრდა მოდელს გინეკოლოგი აყვანილი ჰყავს როგორც მაიამიში, ასევე იტალიაში, რადგან წყვილი ხშირად მოგზაურობს და ასეთი გადაწყვეტილება კომფორტისთვის მიიღეს.

jan-1603609974.jpg

ჯანლუკა ვაკიმ და მისმა მესამე მეუღლემ ერთმანეთი ორი წლის წინ, ვაკის მუსიკალური ვიდეოს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მოგვიანებით ბიზესმენმა აღიარა, რომ შარონი "წარმოუდგენლად სექსუალური" იყო.

როგორც ჩანს ეს სიყვარული მარადიულად გასტანს, რადგა ჯანლუკა ასეთი ბედნიერი აქამდე არავის უნახავს.

როგორც თითქმის ყველა მილიონერი, ჯანლუკა ვაკიც ძვირფასი და ექსკლუზიური ავტომობილების მოყვარულია. ლამბორჯინი, რამდენიმე სახეობის ფერარი, ტესლა, როლს-როისი, ბრონირებული მერსედესი, BMW და უამრავი მოტოციკლეტი მის უნიკალურ ავტოსადგომს ამშვენებს.

ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ “ფულის მეფე“ საკუთარ თვითმფრინავსაც ფლობს.

თეონა რამაზაშვილი