კვირას გარდაცვლილი Samsung -ის ხელმძღვანელის ლი გონ ხის მემკვიდრეები კორეის რესპუბლიკისთვის რეკორდულ გადასახდელს გადაიხდიან . ეს არის გადასახდელი მემკვიდრეობაზე. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი წერს.
მათი ცნობით, ლი გონ ხის საფონდო აქტივები შეადგენს 18 ტრილიონ ვონს (15,9 მილიარდ დოლარს), საიდანაც 10 ტრილიონი ვონი გადასახდელის სახით უნდა გადაიხადონ. ამასთან, რესპუბლიკის კანონების თანახმად, მემკვიდრეები შეძლებენ გადასახდელი 5 წლით გადაავადონ. Samsung-ის გარდაცვლილ შეფს მეუღლე და ორი ქალიშვილი დარჩა.
Samsung-ის ხელმძღვანელი ლი გონ ხი სეულში საავადმყოფოში კვირას გარდაიცვალა.
როგორც კორეული მედია წერს, 2014 წელს გადატანილი გულის შეტევის შემდეგ ლი გონ ხი მძიმედ იყო ავად. ის 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლი გონ ხი კომპანია Samsung Group-ის ხელმძღვანელია 1987 წლიდან. ის 2016 წელს ჟურნალმა Forbes-მა სამხრეთ კორეის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა. ამავე გამოცემის შეფასებით, 2020 წლის ოქტომბრისთვის მისი ქონება შეფასებულია 20,9 მილიარდ დოლარად.