ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

მისივე თქმით, თუ ახალი შეზღუდვები დაწესდება, ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

„ის წერტილოვანი შეზღუდვები, რომლის აუცილებლობაც იყო, დაწესებულია და მოქმედებს, და ახალი შეზღუდვების დაწესებას დღევანდელი საბჭოს გადაწყვეტილებით არ ვაპირებთ, ხვალ თუ რამე შეიცვლება, ბუნებრივია ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - განცხადა მეზვრიშვილმა.