„აჭარა ტექსტილმა“ მუშაობა განაახლა

"აჭარა ტექსტილის" ფოთის საწარმომ მუშაობა განაახლა. როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა 1000-მდე დასაქმებული ჩვეულ რეჟიმში მუშაობას დღეიდან შეუდგა.

შეგახსენებთ, რომ „აჭარა ტექსტილის“ ფოთის ფილიალმა კორონავირუსის შემთხვევების გამო მუშაობა 14 ოქტომბერს შეაჩერა.

ფაბრიკაში 1300-მდე ადამიანია დასაქმებული. მათგან 350 ადგილობრივია.