თბილისის აეროპორტში მოქალაქის ბარგში 290 აბი ,,მეტადონი" აღმოაჩინეს,- ამის შესახებ შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.
უწყების ინფორმაციით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
„საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა,
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ქ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი - 290 აბი ,,მეტადონი" აღმოაჩინეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.